ჩემი ცოდნა თანდათანობით იზრდება. დღეს განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ ჩეკლისტების შექმნა, შევავსეთ IQ ტესტები, დრო ისე გარბის , ვერ ვიგებ, ძალიან კმაყოფილი ვარ.
Sunday, March 12, 2017
Sunday, March 5, 2017
მეხუთე დღე
ძალიან ვწუხვარ ,რომ ავადმყოფობის გამო გამიცდა მეოთხე დღე, მაგრამ დღეს თითქმის ყველაფერი გავიგე და ძალიან მიხარია რომ ამდენ რამეს ვიგებ ყველა მეცადინეობაზე. დარწმუნებული ვარ ჩემს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მექნება განსაკუთრებით მომეწონა რომ ვისწავლე google forms-ის საშუალებით კითხვარების შედგენა და თარჯიმნის გამოყენება.
Sunday, February 26, 2017
დღე მესამე
დღე მესამე- დრომ ისე გაირბინა ვერც კი გავიგე, სამაგიეროდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი პროექტის კეთებასთან დაკავშირებით, ვისწავლე დიპლომების, სერთიფიკატების და ბროშურების კეთება. დღე ვთვლი რომ ნაყოფიერად გაიარა.
Saturday, February 25, 2017
დღე მეორე
დღევანდელი დღეც ,როგორც პირველი , ძალიან სასიამოვნო დღე იყო, ბევრი ისეთი რამ გავიგე,რომელიც აუცილებლად გამომადგება ყოველდღიურად, დარწმუნებული ვარ ჩემი გაკვეთილები ბევრად უფრო საინტერესო გახდება. მიხარია ,რომ აქ ვარ. ყველაზე მეტად მომეწონა ,რომ ვისწავლე ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ვერსიის მოძიება და მისი გამოყენება,რადგან პროექტზე მუშაობისას გამიადვილდება სტანდარტებისა და ინდიკატორების მოძიება და გამოყენება
დღე პირველი
დღეს ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი გამოვიდა ჩვენი მუშაობა, ბევრი ახალი რამ გავიგე და იმედია სხვა დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება
Subscribe to:
Posts (Atom)